სიახლეები

  1. თეგები
სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 23-24 მაისს TU ატარებს სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციას  თემაზე: "თანამედროვე მეცნიერების აქტუალური ტენდენციები“.

კონფერენციის მუშაობა წარიმართება სექციებად შემდეგ მიმართულებებზე:

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:

ხელმძღვანელი -პროფესორი მაია თეთრუაშვილი

სამართლის მიმართულება:

ხელმძღვანელი -პრორექტორი დევი ხვედელიანი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  მიმართულება:

ხელმძღვანელი -პროფესორი თამარ ჯანგულაშვილი

ინჟინერიის მიმართულება:

ხელმძღვანელი -ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით გუბელაძე

სოციალურ  მეცნიერებათა მიმართულება:

ხელმძღვანელი -ასოცირებული პროფესორი დალი სინჯარაძე

აგრარულ მეცნიერებათა  მიმართულება:

ხელმძღვანელი -ასოცირებული პროფესორი მურად გარუჩავა                           

სამეცნიერო ნაშრომის  შესასრულებლად   განისაზღვრა  შემდეგი  მოთხოვნები:

 სტატია  დაწერილი  უნდა  იყოს ქართულ ენაზე  და მას უნდა ერთოდეს რეზიუმე 10–12  სტრიქონი;

  • სტატია რეზიუმესთან  ერთად  უნდა  იყოს  დაბეჭდილი AcadNusx  ქარათულად  და  Times New Roman რეზიუმე ინგლისურად 10–12  სტრიქონი ;11 შრიფტით;  სულ 5 გვერდის მოცულობით;1,5 ინტერვალით; მინდორი- მარცხნივ  და  ზევიდან 2 სმ. და მარჯვნივ  და ქვევიდან  2,5 სმ;
  • ნაშრომის  მოცულობა A4  ზომის 5 ნაბეჭდი  გვერდი;
  • ნაშრომის ელექტრონული ვერსია (DVD ჩაწერილი).                                                   

კონფერენციაში მონაწილემ ნაშრომი და ანოტაცია განსახილველად უნდა წარმოადგინოს კონფერენციის მდივანთან (თინა ბარისაშვილი) არა უგვიანეს 2017 წლის პირველი მაისისა