სიახლეები

  1. თეგები
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე

შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი  აცხადებს  მიღებას  შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • ტურიზმი - 10 ადგილი
  • მენეჯმენტი - 10 ადგილი
  • ფინანსები - 5 ადგილი
  • სამართალი - 10 ადგილი
  • სურსათის  უვნებლობა - 4 ადგილი
ყველა სამაგისტრო პროგრამაზე წლიური გადასახადი 1800 ლარია.

მიღების წესი  :

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლი უფლება აქვს დიპლომირებულ, მასთან გათანაბრებულ  პირს და  ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, რომელსაც გავლილი

აქვს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდები  (სპეციალობის ტესტის  შესაბამისად) და ჩააბარებს სასწავლო უნივერსიტეტში მისაღებ სამაგისტრო გამოცდა/გასაუბას სპეციალობაში და უცხო ენაში.

სამაგისტრო  პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა  არის 2 წელი  (120 კრედიტი);

შენიშვნა:

პირი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის B2 დონის  ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს,  თავისუფლდება უცხო ენის გამოცდიდან;

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება მხოლოდ სამართალმცოდნეობის  სპეციალობის ბაკალავრი.

მისანიჭებელი კვალიფიკაციები:

  • ტურიზმის სამაგისტრო პროგრამაზე  -  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ტურიზმში;
  • მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე   -  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი  მენეჯმენტში;
  • ფინანსების  სამაგისტრო პროგრამაზე     -  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი  ფინანსებში;
  • სამართლის  სამაგისტრო პროგრამაზე     -  სამართლის მაგისტრი;
  • სურსათის უვნებლობის  სამაგისტრო პროგრამაზე     -  აგრარულ  მეცნიერებათა  მაგისტრი სურსათის უვნებლობაში;

მაგისტრატურაში   ჩარიცხვის   პროცედურა

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც  წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა, განცხადებით მომართავს  ჩვენს   უნივერსიტეტს ჩარიცხვის თაობაზე  და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს, კერძოდ: :

  • პირადობის მოწმობის ასლს;
  • ავტობიოგრაფიას  (CV);
  • ფერად  ფოტო სურათს - 1 ცალი, ზომით ( 3X4ზე)   ნაბეჭდი  და       
  • ელექტრონული  ვერსიას    დისკზე;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლს (ვაჟებისათვის);
  • დიპლომის ასლს  დამოწმებულს ნოტარიულად;
  • დიპლომის დანართს (ასლი).

სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად  მაგისტრანტობის კანდიდატმა  უნდა  ჩააბაროს შიდა საუნივერისტეტო გამოცდები. გამოცდა  ტარდება დარგის /მიმართულების სპეციალისტებით დაკომპლექტებულ საგამოცდო კომისიის მიერ.

მაგისტრანტი  ფასდება  შემდეგი კრიტერიუმებით, კერძოდ:

  • დარგის ფართო ცოდნა;
  • ლოგიკური აზროვნება და არგუმენტირებული დასკვნების უნარი;
  • მეტყველების კულტურა და აზრის ადეკვატურად გადმოცემის უნარი; 
  • შეკითხვებზე ზუსტი და ამომწურავი პასუხების გაცემის უნარი;.

ჩვენი სამაგისტრო პროგრამები თანამედროვე სტანდარტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან  შესატყვისია.

თუ თქვენ გსურთ ბაკალავრიატში შეძენილი ცოდნის  გაღრმავება და კარიერული  წინსვლა, ან საქმიანობის სფეროს გამოცვლა, ახალი პროფესიის შეძენა - გახდით  თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 599  35 03 30 ან მოგვწეროთ მისამართზე: pr@tu.edu.ge