თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

მასწავლებლის მომზადების საგანმათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, საბაზო და საშუალო საფეხურის სკოლის მასწავლებელი, რომლის მომზადების დონე შესაბამისობაში იქნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან. ის უნდა ფლობდეს არა მარტო დარგობრივ ცოდნას, არამედ პედაგოგიური ციკლის საგნების ცოდნას დაშეეძლოს შეძენილი ცოდნის  პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება.

პროგრამის ხანგრძლივობა და დაშვების წინაპირობა:

ხანგრძლივობა:

1წელი (60 კრედიტი)

დაშვების წინაპირობა:

დაიშვება არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

პირის მიღება ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომის, მასწავლებლის სასერტიფიკაციო საგნობრივი გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენისა და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (ანალიტიკური წერა) ჩაბარების შემთხვევაში.

პროგრამა განკუთვნილია ქართული, ინგლისური და გერმანული ენის სპეციალისტებისთვის.

2017-2018 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის მოქმედებს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

სულ ადგილების რაოდენობა: 30

სასწავლო გრანტით სწავლა უფინანსდება 14 მსურველს.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას უძღვებიან კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები.

მასწავლებლის მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ პირზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილება: #98 (28/07/2015)

დასაქმების სფერო

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულზე გაიცემა სერტიფიკატი. შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების გათვალისწინებით შეიძლება დასაქმდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, ასევე რესურსცენტრებში, განათლების სფეროს შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებში.

მის: ეგ. ნინოშვილის ქ. N 55

ტელ: 2960104; 599 350 330

E-mail:  info@tu.edu.ge