TU-ში სსმ პირების გამოფენა გაიმართა

31 მაისს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს სტუდენტთა დემოკრატიული კავშირისა და კავკასიური სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების გამოფენა სახელწოდებით: „შესანიშნავი გამოფენა“ გაიმართა. ღონისძიებას კულტურის სხვადასხვა სფეროს (მხატვრები, მწერლები, მსახიობები) წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები თბილისის №198 საჯარო სკოლიდან, ლიტერატურულ კლუბ „აველუმისა“ და „დალკის“ წევრები, რომლებმაც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თანამედროვე და კლასიკური პოეზიის ნიმუშები წარუდგინეს. სსმ მოსწავლეების საზოგადოებაში ადაპტაციისა და სოციალური ინტეგრაციის მიზნით მათი გამოფენის პარალელურად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სსმ მოსწავლეების საზოგადოებაში თანასწორი ჩართულობის მიზნით მომავალშიც გააგრძელებს მათი პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.

ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ

"ერთსულოვნების" სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ

"იბერიას" პირდაპირი ჩართვა შეგიძლიათ იხილოთ აქ