ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის პრეზენტაცია

9 ივნისს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ჟურნალისტის, ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ ჟურნალისტის გზამკლევი სოციალური საკითხების გაშუქება“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი სასარგებლოა არა მხოლოდ ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ჟურნალისტებისათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს რეალობაში სოციალური საკითხების შესწავლითა და გაშუქებით. წიგნში თავმოყრილია ავტორის მრავალწლიანი ჟურნალისტური და პედაგოგიური გამოცდილება და ზუსტად ამ გამოცდილების საფუძველზე ფორმულირებულია ის სასარგებლო რეკომენდაციები, რაც სოციალური საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ მოქმედი ჟურნალისტები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით გამოსცემს სასწავლო, სამეცნიერო, მეთოდურ ლიტერატურას და ამ მიზნით ახორციელებს პროფესორების ფინანსურ მხარდაჭერას.

ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ

ღონისძიების შესახებ სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ