პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლების სწავლება დებატების ფორმატით TU

27-28-30 მაისს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. პროექტი: „ჰობსი და ლოკი: პოლიტიკური იდეოლოგიები“, რომელიც თბილისის 29-ე საჯარო სკოლის, კერძოდ, სამოქალაქო განათლების კლუბთან ერთად დაიგეგმა ითვალისწინებდა ახალგაზრდებისთვის პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლების სწავლებას, კომპრომისის უნარეზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის შესწავლას. პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეებში ანალიტიკური, კრიტიკული და დებატების ხელოვნების განვითარებას. სამი დღის განმავლობაში მოსწავლეები ჯგუფებში ამუშავებდნენ საქართველოს მოდელირებული განვითარების გეგმას ფასილიტატორებთან ერთად და მოისმინეს ლექციები პოლიტიკური იდეოლოგიების შესახებ, რომელსაც ატარებდა ექსპერტ-პოლიტოლოგი, ელგა ბახტურიძე. პროექტის დასასრულს გამოვლინდა გამარკვებული გუნდი. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებით და გადაეცათ საჩუქრები.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი ახორციელებს.​

ღონისძიების ამსახველი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე