თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

სიახლეები

გაზაფხულის სემესტრის შუალედური გამოცდების ცხრილები
გაზაფხულის სემესტრის შუალედური გამოცდების ცხრილები

27 April, 2018 by Admin University

გაზაფხულის სემესტრის შუალედური გამოცდების...

ბანაკი წყნეთში
ბანაკი წყნეთში

21 April, 2018 by Admin University

  ბანაკში მონაწილეობისთვის გაიარე...

სტუდენტური კონფერენცია სიღნაღის სასწავლო კორპუსის სტუდენტებისთვის!
სტუდენტური კონფერენცია სიღნაღის სასწავლო კორპუსის სტუდენტებისთვის!

21 April, 2018 by Admin University

სტუდენტური კონფერენცია სიღნაღის სასწავლო...

ყველა სიახლის ნახვა →

სტრატეგიული სამოქმედო გეგმა

2018-2020 წლების (მოკლევადიანი) სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავებული ამოცანები:

 

ამოცანა 1  უნივერსიტეტი ჩამოაყალიბებს ახალ ორგანიზაციულ სტრქუტურას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტის მიზნებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტურად განხორციელება.


ამოცანა 2  უნივერსიტეტი გაზრდის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეულის როლს, რათა ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ თანამშრომელს ეძლევა საკუთარი პოტენციალის და მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში.


ამოცანა 3  უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მაღალი პოტენციალის მქონე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მოზიდვასა და მათ შენარჩუნებას;


ამოცანა 4  უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურობის ზრდას, PDCA (P-Plan-დაგეგემე; D-Do-განახორციელე; C-Check- შეამოწმე; A-Act-განავითარე) მიდგომის თანმიმდევრულ რეალიზებას.


ამოცანა 5  უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ორგანიზაციის მართვაში ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას, რათა განხორციელდეს პროცესების ავტომატიზირება.

სამწლიანი სამოქმედო გეგმა


2018-2024 წლების (გრძელვადიანი) სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავებული ამოცანები:

გრძელვადიანი ამოცანა მიზნად ისახავს სასწავლო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის
თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აყვანას, რაც იქნება განათლების ერთიან სივრცეში სასწავლო
უნივერსიტეტის ინტეგრაციის ძირითადი გარანტი.
სასწავლო უნივერსიტეტში გრძელვადიანი ამოცანები განხორციელდება საქმიანობის
შემდეგ მიმარულებებში:

  • სასწავლო პროცესი;
  • საბიბლიოთეკო საქმიანობა;
  • ინფრასტრუქტურა;
  • საგანმანათლებლო კავშირები;
  • სოციალური საკითხები
  • ახალი კორპუსის მშენებლობის დასრულება.
  • მისამართზე: თბილისი, ეგ. ნინოშვილის ქ. #55
  • სიღნაღში - სოფელ საქობო - სასწავლო კორპუსის შემდგომი კეთილმოწყობა და
  • მიმდებარე ტერიტორიაზე ხეხილის ბაღის გაშენება; მისამართი.: უნივერსიტეტის ქ. # 32

შვიდწლიანი სამოქმედო გეგმა