თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა (პირველკურსელთა) საყურადღებოდ!
საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა (პირველკურსელთა) საყურადღებოდ!

5 September, 2018 by Admin University

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას...

მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
მობილობის წესით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

23 August, 2018 by Admin University

2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის...

სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები საგამოცდო საკითხები
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები საგამოცდო საკითხები

20 August, 2018 by Admin University

  2018-2019 სასწავლო წლის მაგისტრატურის...

ყველა სიახლის ნახვა →

მისია

ჩვენი მისია საქართველოში:

  • სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში საგანმანათლებლო საქმიანობა, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული ცნობიერებისა და ლიბერალური ღირებულებების ახალგაზრდა მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალი კადრების მომზადება: პროფესიული სპეციალობების III ,IV, V საფეხურებზე, საბაკალავრო და სამაგისტრო აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე: აგრარული მეცნიერებების, ინჟინერიის, ბიზნეს ადმინისტრირების, სამართლის, ჯანდაცვის, მიმართულებათა შორის, ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით. ასევე: მასწავლებელთა მომზადების და ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე. უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობით;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია. Study in Georgia ფარგლებში ინგლისურენოვანი პროგრამების განხორციელება;
  • პროფესიული კადრების კვალიფიკაციის ამაღლება ტრეინინგების მოწყობა.
  • შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად სტუდენტთა დასაქმებისა და ინიციატივების მხარდაჭერა;
  • უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტების დაახლობა, სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაცია.

 

მისიის განსახორციელებლად სასწავლო უნივერსიტეტი:

  • ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ სტანდარტებითა და რეკომენდაციებით;
  • ახორციელებს ხარისხის შიდა და გარე შეფასებას;
  • ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს;
  • ეწევა ფასიან საგანმანათლებლო საქმიანობას;
  • ხელს უწყობს კვალიფიცირებული პედაგოგიური კადრების მოზიდვას;
  • ზრუნავს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
  • აახლებს სასწავლო პროცესის ინფრასტრუქტურას;
  • შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიან (სამწლიან) და გრძელვადიან (სვიდწლიან ) სტრატეგიული განვითარების გეგმებს;
  • ხელს უწყობს ინდივიდის პიროვნული და პროფესიული ზრდისათვის გარემოს შექმნას და უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების მიღებას;
  • განსაზღვრავს მისაღებ კონტიგენტს, განსახორციელებელი პროფესიული და აკადემიური პროგრამების რაოდენობას და მისი შემდგომი გაზრდის შესაძლებლობებს;
  • ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტს და განკარგავს მის ხარჯვით ნაწილს;
  • ატარებს ტრეინიგებს და გასცემს სერტიფიკატებს;
  • აწყობს დამსაქმებელთა და სტუდენტთა დასაქმების საკითხებზე შეხვედრებს და ეხმარება მათ შემდომ თანამშრომლობაში;
  • ხელს უწყობს სასწავლო უნივერსიტეტის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას;

 

ჩვენი მიზნებია:

  • სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნების მაღალი პროფესიული კომპეტენციის, აკადემიური განათლების მქონე სპეციალისტების მომზადება - აგრარული, ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ჰუმანიტარული, მიმართულებათაშორისი დარგებისა და სოციალური მიმართულების სპეციალობებში უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებთან თანამშრომლობით და შრომის ბაზარზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი გარემოს გათვალისწინებით.
  • ხელი შევუწყოთ არაქართულენოვანი სტუდენტების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოზიდვასა და ინტეგრაციას. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საშუალება მივცეთ გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

 

მიზნების მისაღწევად:

  • ვიყენებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს
  • ვანხორციელებთ ხარისხის შიდა და გარე შეფასებას
  • ვნერგავთ სწავლების თანამედროვე მეთოდებს
  • ხელს ვუწყობთ კვალიფიცირებული პედაგოგიური კადრების მოზიდვას
  • ვზრუნავთ აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე
  • ვაახლებთ სასწავლო პროცესის ინფრასტრუქტურას
  • ვმოქმედებთ განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შესაბამისად