თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

ტურიზმის სკოლა

 

 

  მიმართულება:

   ბიზნესის ადმინისტრირება

 

  საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება:

  ტურიზმი

 

  მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში

 

  პროგრამის ტიპი:

  საბაკალავრო

 

  სწავლების ენა:

  ქართული

 

  პროგრამის მოცულობა ECTS:

  240 ECTS /   8 სემესტრი

 


პროგრამის სტრუქტურა

 

  • საუნივერსიტეტო კურსები 45 კრედიტი
  • სავალდებულო – კურსები 40 ECTS კრედიტი;
  • არჩევითი კურსები – 5 ECTS კრედიტი.
  • ძირითადი სპეციალობის სავალდებულო კურსები - 115 ECTS კრედიტი
  • არჩევითი:
  • ძირითადი სპეციალობის მოდული 60 ECTS კრედიტი; ან
  • დამატებითი სპეციალობა 60 ECTS კრედიტი

შეთავაზებული დამატებითი პროგრამებიდან სტუდენტს შეუძლია აირჩიოს აგრარული მიმართულებით:

  • სურსათის ტექნოლოგია – Food Technology – 0104.
  • მეცხოველეობის პროდუქციის ნედლეულის პროდუქციის წარმოება და პირველადი დამუშავება – Production and primary processing of raw animal products – 0103

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

  • ბიზნესის ადმინისტრირება – Business Administration - 02

თავისუფალი კურსები - 20 ECTS კრედიტი


დასაქმების სფერო

საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ჩაერთოს ბიზნეს-საქმიანობის პროცესში და დაიკავოს ქვედა და საშუალო რგოლების მენეჯერის თანამდებობა; მისი საქმიანობა შეიძლება დაუკავშირდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ნებისმიერ სფეროს.

კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროებია (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში):

  • სახელმწიფო და სამთავრობო სტრუქტურები;
  • ტურისტულ ფირმებში, სააგენტოებში, ტურისტულ კომპლექსებში, სასტუმროებში და ა. შ.
  • საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურები;
  • ნებისმიერი სფეროსა და საკუთრების საწარმოები და ფირმები;
  • არასამთავრობო დაწესებულებები და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ტურიზმის დარგში კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს ტურიზმის სფეროში (ტურისტულ ფირმებში, სააგენტოებში, ტურისტულ კომპლექსებში, სასტუმროებში, საინფორმაციო და სარეკლამო ცენტრებში, საექსკურსიო ობიექტებში, ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და ა.შ.) ეფექტურ მოღვაწეობას, რაშიც მას დაეხმარება ტურისტული საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა და დინამიურ ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული მუშაობის უნარ–ჩვევები.


 

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება

 

ფლობს საფუძვლიან საბაზისო ტურისტულ ინდისტრიაში ჩართული ორგანიზაციების (ტუროპერატორების, სააგენტოების, სერვისის მიმწოდებელი ობიექტების) საქმიანობის შესახებ, გაცნობიერებული აქვს ტურიზმის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, იცნობს ტურიზმის ეკონომიკის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის თეორიას, პრინციპებსა და კონცეფციებს, საქართველოს ტურისტულ–რეკრეაციულ პოტენციალს, მსოფლიოს ტურისტულ ცენტრებს.

 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

 

შეუძლია ტურისტული პროდუქტის შექმნა, პრეზენტაცია და მომსახურების ფასების გაანგარიშება; ტურისტულ–საექსკურსიო მარშრუტების შერჩევა და გიდის ფუნქციის შესრულება.

 

დასკვნის გაკეთების უნარი

 

შეუძლია შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით ტურისტული ბაზრის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე ახალი პროდუქტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილება საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში.

 

კომუნიკაციის უნარი

შეუძლია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია მშობლიურ და უცხოურ ენებზე, ტურიზმის სფეროში თავისი დასკვნების საჯარო წარმოდგენა, მათი მკაფიო დასაბუთება შესაბამისი ცოდნითა და ლოგიკით, როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალისტებთან. ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოპოვება მისი საქმიანობისათვის საჭირო კითხვებთან დაკავშირებით. პროფესიულ საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

 

სწავლის უნარი

 

ინფორმაციის დიფერენცირებისა და კრიტიკულად შეფასების საფუძველზე შეუძლია შეაფასოს და შეაჯამოს შეძენილი ცოდნა, იზრუნოს მის მუდმივ განახლებაზე და განსაზღვროს დაუფლებული უნარების გამოყენების შესაძლებლობები.

 

ღირებულებები

 

საქმიანობას წარმართავს პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპების დაცვის, ქვეყნის კანონმდებლობისა და მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ქარტიის პატივისცემის, ასევე საკუთარი სამშობლოს ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის და ტრადიციების შენარჩუნებისა და წარმოჩენის ნიშნით.

 

 

 

 

მატერიალური რესურსი

სასწავლო აუდირორიები, ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, კომპიუტერული კლასები შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის კომპიუტერებით, პროექტორები, ასლგადამღები, ახალი ამბების სტუდია, ფოტო და ვიდეო აპარატურით, დიქტოფონებით, შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნებით უზრუნველყოფილია,

პროგრამაზე მიღება ცხადება ცალ ცალკე , როგორც თბილისში ასევე სიღნაღის ოფისში და სწავლა ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ორივე მისამართზე:

1.მის: თბილისი, ე. ნინოშვილის ქ. №55

2. მის: ქ. სიღნაღი - სოფ. საქობო, სასწავლო კორპუსი, უნივერსიტეტის ქ. №32

შენიშვნა:

1. ქ. სიღნაღში სწავლის მსურველთათვის- პროგრამაზე სწავლის საფასური არის 1500 ლარი.

2. ქ.თბილისში სწავლის მსურველთათვის გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამის პირველ და მეორე პრიორიტეტად არჩევისას პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლის საფასური სტუდენტს განესაზღვრება 10% -იანი (ათ პროცენტი) ფასდაკლება.

  • teaser block

    teaser block

    teaser block

  • test2

    test2

    test2

  • test 3

    test 3

    test 3