თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

სიახლეები

პროექტის მართვის ტრენინგი
პროექტის მართვის ტრენინგი

15 November, 2017 by Admin University

პროექტის მართვის ტრენინგი...

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

9 November, 2017 by Admin University

22-23 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტში...

შუალედური გამოცდების ცხრილები
შუალედური გამოცდების ცხრილები

3 November, 2017 by Admin University

შუალედური გამოცდების ცხრილები   1....

ყველა სიახლის ნახვა →

სამაგისტრო პროგრამები

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (TU) 20 წლიანი გამოცდილებით საგანმანათლებლო სფეროში აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • ტურიზმი
  • მენეჯმენტი
  • ფინანსები
  • სამართალი
  • სურსათის უვნებლობა

ხანგრძლივობა და მიღების წესი ტურიზმის, მენეჯმენტისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამებზე:

ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)

მიღების წესი: სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს დიპლომირებულ და მასთან გათანაბრებულ პირს და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, რომელსაც გავლილი აქვს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდები და ჩაბარებული აქვს სასწავლო უნივერსიტეტში მისაღები სამაგისტრო გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში და უცხო ენაში (თუ არ აქვს უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი).

მისანიჭებელი კვალიფიკაციები:

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ტურიზმში - საგნების ჩამონათვალი

ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში - საგნების ჩამონათვალი

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში - საგნების ჩამონათვალი

ხანგრძლივობა და მიღების წესი სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე:

ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)

მიღების წესი: გამოცდის ჩაბარება კომისიური წესით სპეციალობაში და ტესტირება ინგლისურ ენაში – ტესტის ტიპი - C (ინგლისური ენის ტესტირებისგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ინგლისურ ენაზე აქვს გავლილი ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი ევროპაში და/ან აშშ-ში).

სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა:

კერძო, საჯარო ან სისხლის სამართლისა და შედარებითი სამართალმცოდნეობის სფეროში;

ეროვნული და უცხოური სამართლის სისტემების ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი (Master of Law) - საგნების ჩამონათვალი

ხანგრძლივობა და მიღების წესი სურსათის უვნებლობის სამაგისტრო პროგრამაზე:

ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)

მიღების წესი: დიპლომირებულ და მასთან გათანაბრებულ პირს და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, რომელსაც გავლილი აქვს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდები და ჩაბარებული აქვს სასწავლო უნივერსიტეტში მისაღები სამაგისტრო გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში. შპს ,,თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში“ ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში. სურსათის უვნებლობის სპეციალობით სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება თსაუ-ს მაგისტრატურაში მიღების წესის შესაბამისად. გამოცდების/გასაუბრების ჩატარებას უზრუნველყოფს თსაუ–ს სამაგისტრო პროგრამების ფაკულტეტი

დამატებითი მოთხოვნები: პროგრამაზე სწავლის მსურველებს, რომელთათვის ქართული არ არის მშობლიური ენა, მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი. სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის შემთხვევაში ჩარიცხვა მოხდება სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრი სურსათის უვნებლობაში

სურსათის უვნებლობა - საგნების ჩამონათვალი

მეცხ. პროდუქტებისა და ნედლ. საქონელმც. - საგნების ჩამონათვალი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

განცხადება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;

პირადობის მოწმობის ასლი;

სამხედრო მოწმობის ასლი;

უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში).

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებენ კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები.

სწავლის საფასური: 1800 ლარი.

რატომ TU?

  • გაცვლითი პროგრამები დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში;
  • მრავალფეროვანი, აქტიური, შემოქმედებითი სტუდენტური ცხოვრება;
  • თანამედროვე, დასავლური ტიპის განათლება;
  • სტუდენტური დასაქმებისა და ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი, სხვადასხვა სასერტიფიკატო და ტრენინგ პროგრამები;
  • სტუდენტური კვლევების ცენტრი;
  • პრაქტიკული გამოცდილების მქონე ლექტორები;
  • სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებისთვის უფასო მოსამზადებელი კურსი;
  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ყოველთვიურად, ასევე, ოთხ ეტაპად;
  • წარმატებული სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას;
  • უნივერსიტეტს აქვს საკუთარი შენობა ქალაქის ცენტრში: ეგ. ნინოშვილის ქ. 55 (მეტროსადგურებ „ვაგზლის მოედანსა“ და „მარჯანიშვილთან“ ახლოს);
  • თითოეული აკადემიური ჯგუფისთვის გათვალისწინებულია უფასო ექსკურსიები;
  • უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, იმიტირებული სასამართლო დარბაზი და ახალი ამბების სტუდია

მომავალი ღონისძიებები