თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

სამართლის სკოლა

 

 

  მიმართულება:

  სამართალი

 

  საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება:

  სამართალმცოდნეობა

 

  მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

  სამართლის ბაკალავრი(Bachelor in Law)

 

  პროგრამის ტიპი:

  საბაკალავრო

 

  სწავლების ენა:

  ქართული

 

  პროგრამის მოცულობა ECTS:

  240 ECTS /   8 სემესტრი

 

სამართლის საბაკალავრო პროგრამა


პროგრამის მიზანი

 

პროგრამის მიზანია სამართლის სფეროში უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთანდა დამსაქმებლებთან თანამშრომლობით შრომის ბაზარზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი, მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნების მაღალი პროფესიული კომპეტენციის, ფართო თეორიული ცოდნის მქონე სპეციალისტების მომზადება.

· შესძინოს ცოდნა ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შესახებ;

· გამოუმუშავოს საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეეებისადმი თვალყურის მიდევნების, აგრეთვე სამართლის სფეროში ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;

· გამოუმუშავოს სამართლის სფეროში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;

· გამოუმუშავოს სამართლის სფეროში სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, აგრეთვე საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები;

· გამოუმუშავოს სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი.


 

 

  • teaser block

    teaser block

    teaser block

  • test2

    test2

    test2

  • test 3

    test 3

    test 3