თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

ჰუმანიტარული მეცნიერება

ინგლისური ფილოლოგია

 

პროგრამის მიზანი

 

   საბაკალავრო პროგრამის მიზანია სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მაღალი პროფესიული, მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნების მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის კვალიფიკაციათა აღმწერის შესაბამისი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული ) კომპეტენციები.

   საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის ეროვნული თვითშეგნების ფორმირებასა და მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას. ხელს შეუწყობს მის პიროვნულ განვითარებას. აკადემიური კეთილსინდისიერებითა და უცხო ქვეყნის კულტურის პატივისცემით პროფესიული საქმიანობის წარმართვა, კრეატიული და კრიტიკული აზროვნება უზრუნველყოფს სტუდენტის კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე, ასევე, განაპირობებს სტუდენტის მზაობას სწავლის გასაგრძელებლად შემდგომ საფეხურზე.

   ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს ინგლისური ენის ცოდნას დამოუკიდებელი მომხმარებლის (B2+) დონეზე, საბაზისო ცოდნას ფილოლოგიაში, რაც მოიცავს შესავალს ენათმეცნიერებასა და ლიტერატურათმცოდნეობაში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის პრაქტიკულ და თეორიულ კურსებში არსებული საკითხების კომპლექსურ ცოდნას, შეასწავლის მათ მეცნიერულ საფუძვლებს. პროგრამა სტუდენტს განუვითარებს ლინგვისტურ, სოციო-ლინგვისტურ და პრაგმატულ კომპეტენციებს.