თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

ბიზნეს სკოლა

 

 

  მიმართულება:

  დარგთაშორისი

 

  საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება:

  ბიზნესის ადმინისტრირება

 

  მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

 

  პროგრამის ტიპი:

  საბაკალავრო

 

  სწავლების ენა:

  ქართული

 

  პროგრამის მოცულობა ECTS:

  240 ECTS /   8 სემესტრი


ბიზნეს ადმინისტრირება


 

პროგრამის მიზანი

 

    თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სასწავლო და საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მაღალი პროფესიული, მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნების მქონე ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტის მომზადება, რომელიც ორიენტირებული იქნება შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე და წარმატებით წარმართავს პროფესიულ საქმიანობას ბიზნესის სფეროში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც და რომელსაც ექნება უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის კვალიფიკაციათა აღმწერის შესაბამისი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) კომპეტენციები და შესაძლებლობა სწავლა გააგრძელოს განათლების შემდგომ საფეხურზე.

    საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიკაციათა ჩარჩოს მოთხოვნებით გათვალისწინებული კომპეტენციებით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტის მომზადება, კერძოდ: პროგრამის გავლის შემდგომ ბაკალავრს გამოუმუშავდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, დაეუფლება ბიზნესის ადმინისტრირების კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებს. ექნება უნარი მოახდინოს ბიზნეს საქმიანობის ანალიზი და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

     საგანმანათლებლო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირება ორიენტირებულია ადგილობრივი შრომითი ბაზრის ადამიანური რესურსების მომზადებაზე. მასში გათვალისწინებულია ამ მიმართულებით სხვადასხვა უნივერსიტეტების გამოცდილება.

 

  • teaser block

    teaser block

    teaser block

  • test2

    test2

    test2

  • test 3

    test 3

    test 3