თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

ბრძანება აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოქვეყნდა 31 October, 2017 by Admin University

ბრძანება აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადება

 

საბუთების მიღება: 2017 წლის 28 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე;

საბუთების განხილვა: 2017 წლის 12 დეკემბრიდან 5 იანვრამდე;

კონკურსის შედეგების გამოცხადება:  2017 წლის 5 იანვარი;

 

II. კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე:

1.სამართალი 06

 

1.1 კერძო სამართალი 0603

ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;;

ასისტენტი - 3 საშტატო ერთეული;

1.2 საჯარო სამართალი 0605

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

 

2. ბიზნესის ადმინისტრირება 02

 

(ქართულენოვან პროგრამაზე)

2.1. მარკეტინგი 0202

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

2.2. ფინანსები 0204

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;;

3. ჰუმანიტარული მეცნიერებანი 10

 

ფილოლოგია 1005

3.1.1. ინგლისური ფილოლოგია-100502

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

 

4. სოციალური მეცნიერებანი 07

4.1. მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა 0703

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

4.2. საერთაშორისო ურთიერთობები 0705

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

5. მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები 11

 

5.1. საჯარო მმართველობა 1109

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

5.2 ტურიზმი 1120

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ასისტენტ - პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

 

6. განათლება 03

6.1. მასწავლებლის განათლება 0302

პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

 

7. ინჟინერია 04

7.1.კომპიუტინგი/ინფორმატიკა 0401

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

 

III. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) 1 ფოტო სურათი {3X4);

ე) უმაღლესი განათლებისა და აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები ან ცნობა;

ვ) სალექციო კურსების ჩამონათვალი - სილაბუსებით;

ზ) სამოტივაციო წერილი;

თ)სადისერტაციო ნაშრომის დასახელება და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

ი) სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი ან ცნობა;

კ) რეფერირებად ან დარგობრივ ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია;

კონკურსანტს შეუძლია აგრეთვე დამატებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტში მონაწილეობის შესახებ;

ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული აკადემიური პროგრამების შესახებ;

გ) მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში;

 

IV. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირს, კერძოდ:

ა) პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი ძირითადი საგნების სწავლებაში აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილებa. მოეთხოვება: საგანმანათლებლო მიმართულების ძირითად საგნებში თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების ასახვა და შესაბამისი სილაბუსებისა და კურიკულუმების შექმნა - დამუშავება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი ძირითადი საგნების სწავლებაში მოეთხოვება: შესაბამისი სილაბუსებისა და კურიკულუმების შექმნა - დამუშავება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა დa კონფერენციებში (სიმპოზიუმები/კონგრესები) მონაწილეობა;

გ) ასისიტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც თავისი კომპეტენციის შესაბამისად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში, ასევე, მას უნდა შეეძლოს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელობა და სტუდენტებთან პროფესიული ორიენტაციის გაღრმავების მიზნით მუშაობის წარმართვა;

ასისტენტ-პროფესორად ასევე, შეიძლება არჩეული იქნას პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შესაბამისი მიმართულების 4 წლის პროფესიული გამოცდილებით ან გავლილი აქვს სპეციალური მომზადება და ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 4 პუბლიკაცია;

დ)ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეული იქნას შესაბამისი მიმართულების დოქტორანტი. ასისტენტად ასევე, შეიძლება არჩეული იქნას პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შესაბამისი მიმართულების 3 წლის პროფესიული გამოცდილებით ან გავლილი აქვს სპეციალური მომზადება და ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს

არანაკლებ 3 პუბლიკაცია. მას უნდა შეეძლოს: პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით სასემინარო და კვლევითი სამუშაოების განხორციელება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.

V. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება მოხდება შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ,,აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების და პროფესორის თანამდებობაზე მყოფ პირთა ატესტაციის“ დებულების მიხედვით;

 

ბრძანება აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ


 

არ დათეგილა

მომავალი ღონისძიებები