თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა

გამოქვეყნდა 21 December, 2017 by Admin University

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გახსნა. ცენტრის მიერ გახსნილი და აღჭურვილი სივრცე თავისუფალია ევროინტეგრაციის თემებზე დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად და ღია დისკუსიების მოსაწყობად.

უნივერსიტეტის რექტორმა, ლევან ჯანგულაშვილმა აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის მიზანია სტუდენტების ინფორმირება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) მნიშვნელობაზე;

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ არჩევით საგნებად: ევროკავშირის სამართალი და ევროკავშირის ისტორია, რაც ნიშნავს, რომ ახალგაზრდები მეტად ინფორმირებული იქნებიან ევროკავშირის როლზე და მნიშვნელობაზე, შეიძენენ ცოდნას და გაიზიარებენ გამოცდილებას იმ პროფესორებისგან, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან და მონაწილეობენ ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციაზე.

ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექციაც წაიკითხა. ლექციაზე ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მიმდინარე პროცესებსა და იმ სარგებელზე ისაუბრა, რაც ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობას მოაქვს.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში ნატოსა და ევროკავშირის კაბინეტის გახსნა იგეგმება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში.

არ დათეგილა