თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მედიაციის პრ

გამოქვეყნდა 28 November, 2017 by Admin University

სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მედიაციის პრ

სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მედიაციის პროექტში

 

25-26 ნოემბერს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ,,მედიაციის მიმართ ცნობიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში“ ორგანიზებულ კონკურსში.

კონკურსი ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) ხელშეწყობით.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი ირაკლი თედორაძე, მოიპოვა მე-4 ადგილი. კონკურსის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლნენ მედიაციის პროცესში კლიენტთა წარმომადგენლობის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს გუნდს გამარჯვებას.

არ დათეგილა