თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

22-23 ნოემბერს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია

გამოქვეყნდა 26 November, 2017 by Admin University

22-23 ნოემბერს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია

 

22-23 ნოემბერს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები, მეცნიერების აქტუალური პრობლემები და ევროინტეგრაცია” გაიმართა.

კონფერენციის გახსნაზე მოწვეული იყო ქ-ნ მარიამ ჯაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ რექტორები, პრორექტორები და აკადემიური პერსონალი რუმინეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტიდან,  ვარშავის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან და უკრაინის დრაგომანოვის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტიდან. 

უნივერსიტეტის რექტორებს მიენიჭათ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტული.

რექტორებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც გულისხმობს ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას, სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.  

ამჟამად, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და რუმინეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი მუშაობენ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე. კერძოდ, ბიოეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2018-2019 სასწავლო წლისთვის  განხორციელდება.