თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

სად დავსაქმდები

სამართლის სკოლა:

სამართალმცოდნეობა

სამართალდამცავი ორგანოები

  • საჯარო დაწესებულებები
  • საერთაშორისო ორგანიზაციები
  • არასამთავრობო დაწესებულბები
  • კერძო დაწესებულებები

კურსდამთავრებულს, სამართლის ბაკალავრის კვალიფიკაციის ფარგლებში, შეუძლია იმუშაოს იმ თანამდებობაზე, რომელზეც არ მოითხოვება მაგისტრის კვალიფიკაცია.

კურსდამთავრებულს, საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“, საფუძველზე შეუძლია სწავლის გაგრძელება მომდევნო საგანმანათლებლო საფეხურზე, როგორც სამართლის მიმართულებით, ისე სხვა სპეციალობით.

ბიზნესის სკოლა:

ბიზნეს ადმინისტრირება

საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ჩაერთოს ბიზნეს-საქმიანობის პროცესში და დაიკავოს ქვედა და საშუალო რგოლების მენეჯერის თანამდებობა.

  • სახელმწიფო–სამთავრობო სტრუქტურები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურები;
  • ნებისმიერი სფეროსა და საკუთრების საწარმოები და ფირმები;
  • ბანკები და სხვა ფინანსური დაწესებულებები;
  • სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბირჟები;
  • არასამთავრობო დაწესებულებები და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული;
  • ტურისტულ ფირმები, სააგენტოები, სასტუმროები და ა. შ.

ტურიზმის სკოლა:

ტურიზმი

საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ჩაერთოს ტურისტულ ბიზნეს-საქმიანობის პროცესში და დაიკავოს ქვედა და საშუალო რგოლების მენეჯერის თანამდებობა; მისი საქმიანობა შეიძლება დაუკავშირდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ნებისმიერ სფეროს.

  • სახელმწიფო და სამთავრობო სტრუქტურები;
  • ტურისტული ფირმები, სააგენტოები, ტურისტული კომპლექსები, სასტუმროები და ა. შ.
  • საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციების სტრუქტურები;
  • ნებისმიერი სფეროსა და საკუთრების საწარმოები და ფირმები;
  • არასამთავრობო დაწესებულებები და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა:

ინგლისური ფილოლოგია

ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს საჯარო და კერძო სექტორში, არასამთავრებო ორგანიზაციებში, სამაუწყებლო (ტელევიზია და რადიო) და ბეჭდვითი მედიის სექტორში, ინგლისურენოვან ორგანიზაციებში, რედაქციებში, გამომცემლობებსა და მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და არქივებში. მთარგმნელად მთარგმნელობით ბიუროებში, ტურისტულ სააგენტოებში, სადაც სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B 2 + –ზე.

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

საჯარო მმართველობა

  • პირველ რიგში საჯარო მმართველობის ორგანოები, სადაც წინამდებარე კურსის გავლის შედეგად კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ საჯარო მოხელეებად;
  • გარდა აღნიშნულისა მენეჯერული, ეკონომიკური და ტექნიკური კომპონენტების გათვალისწინებით მათ კომერციულ სფეროში დასაქმების პერსპექტივაც ექნებათ;
  • ზოგად-პოლიტიკური, სოციალური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ფილოსოფიური კომპონენტების მენეჯერულთან თანხვედრა მათ გზას გაუხსნის აგრეთვე არასამეწარმეო სექტორისკენ.
  • მათი განათლება, ცოდნა და კვალიფიკაცია საშუალებას მისცემს მათ გამოავლინონ მაღალი კონკურენტუნარიანობა და იმუშაონ მენეჯმენტისა თუ ადმინისტრირების მიმართულებით კომერციულ თუ არაკომერციულ
  • დაწესებულებებში, სადაც არ მოითხოვება მაგისტრის ხარისხი, თუმცა მათთვის უპირატესი იქნება საჯარო სექტორი: სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოებში.

საერთაშორისო ურთიერთობები

კურსდამთავრებულის პროფესიული საქმიანობის სფერო განისაზღვრება საერთაშორისო, სახელმწიფო და არსამთავრობო სტრუქტურებთან საქმიანობის ფართო სპექტრით. შესაბამისად, კურსდამთავრებული დასაქმდება: საჯარო დაწესებულებებში, არასამთავრობო სექტორში, საერთაშორისო მთავრობათაშორის და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კერძო სექტორში, მასმედიაში.

კურსდამთვრებულის პროფესიული საქმიანობის სახეები და მიმართულებებია საინფორმაციო-შემოქმედებითი, საინფორმაციო-რეფერენტული, საშუალო რგოლის მმართველობითი, საკონსულტაციო, საგანმანათლებლო-შემეცნებითი.

ჟურნალისტიკა

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ: სამაუწყებლო მედია-საშუალებებში (სატელევიზიო და რადიო კომპანიებში), საინფორმაციო სააგენტოებში, ინტერნეტ/ახალ მედიაში, ბეჭდურ მედიაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში, პრესსამსახურებში და სხვ.

აგროინჟინერიის სკოლა:

სასურსათო ტექნოლოგია

სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის, აგრარული მიმართულების სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურები; კვების ხარისხის კონტროლი, კვების ხარისხის განმსაზღვრელი ორგანიზაციები (ინსპექციები). აგრარული პროფილის სახელმწიფო სააგენტოებსა და აგრობიზნეს სექტორში, რომლებიც დაკავშირებულია სასურათო პროდუქტების სტანდარტიზაციასა და სერტიფიცირებასთან და სხვა კვებითი პროდუქტების შესაბამისი პროფილის სტრუქტურებში

აგროინჟინერია

აგროინჟინერიის ბაკალავრის დასაქმების სფეროა აგრარული მიმართულების სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო საერთაშორისო სტრუქტურები; საპროექტო საინჟინრო ორგანიზაციები. აგროსაინჟინრო პროფილის სახელმწიფო სააგენტოები, აგროსერვის ცენტრები, კერძო ფირმები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან, მექანიზაციის სერვისცნტრებთან და საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან. აგროინჟინერიის ბაკალავრსშეუძლია იმუშაოს შემდეგ მომქმედ ორგანიზაციებსა და მონათესავე პროფილის სტრუქტურებში.

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • აგროსამერწარმეო კოოპერატივებსა და აგროსერვის ცენტრებში;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში
  • საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების მართვის კომპანიაში და მის დაქვემდებარებაში არსებულ რეგიონალურ სამართველობეში.
  • წყალმომარაგების კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი;
  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
  • ს.ს. „საქწყალპროექტ’’-ში ;
  • შპს „სანდო 1996“;
  • ფერმერულ მეურნეობებში;
  • სარწყავი წყლის მომხმარებელთა სამელიორაციო ასოციაციებში;
  • ბუნებათსარგებლობის დაცვითი მნიშვნელობის ობიექტებზე.
  • საქსოფტექნიკა;
  • საქენერგო სისტემა;
  • აგროფირმებსა და სერვის ცენტრებში;
  • საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების მშენებლობაზე;
  • გარემოს დაცვისა და მართვის სისტემებში;
  • წყლის რესურსების მართვაში;
  • აგრო–წარმოების მოწყობის სამსახურები;
  • აგროკომპანია „ლომთაგორა“
  • მუნიციპალური განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციებში;
  • აგრარულ სექტორში დასაქმებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში;
  • შპს “ბიოაგრო-მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი“
  • დარგობრივ მუნიციპალურ პროექტებში.

მომავალი ღონისძიებები