თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

რას ვისწავლი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიკაციათა ჩარჩოს მოთხოვნებით გათვალისწინებული კომპეტენციებით ბიზნესის ადმინისტრირების (ტურიზმის) სპეციალისტის მომზადება, კერძოდ: პროგრამის გავლის შემდგომ ბაკალავრს გამოუმუშავდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ტურისტული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. წარმოდგენა ჩამოუყალიბდება ბიზნესის ადმინისტრირების კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე. ექნება უნარი გააკეთოს მათი ანალიზი და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. პროგრამა კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს პრაქტიკული მუშაობის უნარ–ჩვევებს, რაც შესაძლებლობას აძლევს სწავლა განაგრძოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

პროგრამა ორიენტირებულია ადგილობრივი ტურისტული ბაზრისთვის ადამიანური რესურსების მომზადებაზე. მასში გათვალისწინებულია წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილება

საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ