თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

რას ვისწავლი

საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

აღზარდოს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და პროფესიონალი საჯარო მოხელეები;

მისცეს საჯარო მმართველობის სტუდენტებს კომპლექსური განათლება საჯარო ადმინისტრირების, ეკონომიკის, სოციალურ, სამართლებრივ და მენეჯერულ სფეროებში;

გაუზიაროს მართვის თეორიისა და მეთოდოლოგიის ფართო ცოდნა;

გააცნოს საჯარო სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირების ფორმები და მეთოდები, სახელმწიფო სტრუქტურების, ზოგადად მართვის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების თანამედროვე ფორმები და სისტემები;

გამოუმუშავოს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების უნარ-ჩვევები;

ასწავლოს დამოუკიდებელი აზროვნება და გამოუმუშავოს არსებული ცოდნისა თუ მონაცემების გააზრების, დამოუკიდებლად იტერპრეტაციის და შემოქმედებითი გამოყენების უნარი;

საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

სტუდენტებს მისცეს ფართო ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების როგორც სასწავლო და სამეცნიერო დარგის, ტერმინოლოგიის და ცნებების, მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი თეორიების, საერთაშორისო პოლიტიკის, საერთაშორისო ეკონომიკის, საერთაშორისო კონფლიქტების, საერთაშორისო თანამშრომლობის, საერთაშორისო უსაფრთხოების, სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის, საერთაშორისო სამართალის, საერთაშორისო სისტემის, გლობალური პრობლემების, გეოპოლიტიკის, დიპლომატიის არსის, მნიშვნელობის და საერთაშორისო ურთიერთობების კომპლექსური საკითხების შესახებ;

დაეხმაროს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი პარადიგმების, მათი ურთიერთსაწინაღმდეგო თვალსაზრისების პრობელემების გააზრებასა და შესწავლაში, რაც საშულებას მისცემს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში დამოუკიდებელი ორიენტაციის, საკითხის დასმის, მოსაზრებების ორიგინალური განვითარებისა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას;

ხელს შეუწყობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, აბსტრაქტული აზროვნების, ანალიზის, სწავლისა და ცოდნის მუდმივი განახლების, პრობლემების იდენტიფიცირების და დასმის, მშობლიურ და უცხოურ ენებზე (ინგლისური და ერთ-ერთი ევროპული ენა არჩევით) კომუნიკაციის უნარების განვითარებას;

საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა

საბაკალავრო პროგრამის მიზანია, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მაღალი პროფესიული, მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნების მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის კვალიფიკაციათა აღმწერის შესაბამისი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) კომპეტენციები.

საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულისთვის ეროვნული თვითშეგნების ფორმირებასა და მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას; ხელს შეუწყობს მის პიროვნულ განვითარებას. პროგრამა უზრუნველყოფს აკადემიური კეთილსინდისიერებითა და უცხო ქვეყნის კულტურის პატივისცემით პროფესიული საქმიანობის წარმართვას, კრეატიული და კრიტიკული აზროვნება კი უზრუნველყოფს სტუდენტის კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე, ასევე განაპირობებს სტუდენტის მზაობას სწავლის გასაგრძელებლად შემდგომ საფეხურზე.

პროგრამა ხელს უწყობს დარგობრივი ჟურნალისტიკის მიმართულებით (კულტურა, ეკონომიკა, სამართალი, ბიზნესი და სხვ.) შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას.

საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ