თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

რას ვისწავლი

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს - 240 კრედიტს, წელიწადში - 60 კრედიტს, სემესტრში - 30 კრედიტს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს - 4 წელს, სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით, ერთი სემესტრი მოიცავს - 20 კალენდარულ კვირას, სასწავლო წელი დაგეგმილია - 40 კვირაზე. აქედან, 16 კვირა მოიცავს სწავლა/სწავლების პროცესს, მათ შორის მე-8 კვირა ეთმობა შუალედური გამოცდებს, ხოლო მე-17 და მე-18 კვირები ეთმობა ფინალურ გამოცდებს. მე-19 და მე-20 კვირები ეთმობა FX-ის გადაბარებას.

ერთი კრედიტი უდრის - 25 საათს, რომელიც მოიცავს როგორც სააუდიტორიო, ისე დამოუკიდებელ მუშაობას.

სტუდენტს შეუძლია დააგროვოს წელიწადში არანაკლებ 60 კრედიტის ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.

 

პროგრამის ელემენტებია:

სამართალმცოდნეობის საბაკალვრო პროგრამის - 188 ECTS კრედიტი ეთმობა პროფესიისათვის აუცილებელი კომპეტენციების გამომუშავებას, მათ შორის: - 128 ECTS კრედიტი ეთმობა სპეციალობის სავალდებულო მოდულებს, ხოლო – 30 ECTS კრედიტი არჩევით მოდულებს.

ამასთან პრაქტიკული უნარ–ჩვევების მოდულს ეთმობა – 20 ECTS კრედიტი და 10 კრედიტი ეთმობა სავალდებულო პრაქტიკას.

საუნივერსიტეტო მოდული მოიცავს - 15 ECTS კრედიტს

უცხო ენის მოდული მოიცავს – 37 ECTS კრედიტს (სტუდენტმა, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის სავალდებულო საგნად არჩეული ქონდა ინგლისური, აღნიშნული ენის შესწავლას განაგრძობს შემდეგი სქემით: 2+3, კერძოდ: ორ სემესტრს ისწავლის საბაზისო ენას, ხოლო სამ სემესტრს დარგობრივ ენას. ხოლო სტუდენტი, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაზე ჩარიცხვისათვის არჩეული ქონდა სხვა უცხო ენა, ინგლისურ ენას ისწავლის შემდეგი სქემით: 4+1, კერძოდ ოთხ სემესტრს ისწავლის საბაზისო ენას, ხოლო ერთ სემესტრს დარგობრივ ენას).

პროგრამა ითვალისწინებს თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური პროფილის ფორმირებას მისი ინტერესების შესაბამისად, რაც გულისხმობს არჩევითი საგნების მოდულს.

მე–7 სემესტრში ხორციელდება საგნების კონცენტრაცია შემდეგი მიმართულებებით – საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის მიმართულებებით. თითო მიმართულებაში შესულია ათი არჩევითი საგანი, თითო 6 კრედიტიანი. სტუდენტი არსებული მოდულიდან ირჩევს 5 საგანს. სემესტრში 30 კრედიტის ფარგლებში მას შეუძლია განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის ფორმირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგნების კონცენტრაციით. ამასთან 30 კრედიტის დაგროვება სავალდებულოა.

მერვე სემესტრში ხორციელდება პრაქტიკული უნარ–ჩვევების კურსების შესწავლა. სტუდენტი ირჩევს ორ 6 კრედიტიან საგანს და ერთ 8 კრედიტიან პროფესიული ეთიკის კურსს, რომლის გავლა სავალდებულოა ყველა სტუდენტისთვის.

ამასთან 10 კრედიტიანი პრაქტიკის გავლა სავალდებულოა, რომლის საფუძველზეც სტუდენტი ჯამში აგროვებს 30 კრედიტს (6+6+8+10).

საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ