თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

რას ვისწავლი

ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მაღალი პროფესიული, მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნების მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის კვალიფიკაციათა აღმწერის შესაბამისი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) კომპეტენციები.

საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის ეროვნული თვითშეგნების ფორმირებასა და მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას. კრეატიული და კრიტიკული აზროვნება უზრუნველყოფს სტუდენტის კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე. ასევე, განაპირობებს სტუდენტის მზაობას სწავლის გასაგრძელებლად შემდგომ საფეხურზე.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიკაციათა ჩარჩოს მოთხოვნებით გათვალისწინებული კომპეტენციებით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტის მომზადება, კერძოდ: პროგრამის გავლის შემდგომ ბაკალავრს გამოუმუშავდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. წარმოდგენა ჩამოუყალიბდება ბიზნესის ადმინისტრირების კვლევების თანამედროვე მეთოდებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე. ექნება უნარი გააკეთოს მათი ანალიზი და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. პროგრამა კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს პრაქტიკული მუშაობის უნარ–ჩვევებს, რაც შესაძლებლობას აძლევს სწავლა განაგრძოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

პროგრამა ორიენტირებულია ადგილობრივი შრომითი ბაზრის ადამიანური რესურსების მომზადებაზე. მასში გათვალისწინებულია წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილება.

საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ