თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55 +995 32 2 96 90 33

რას ვისწავლი

სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

სასწავლო უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს აგრარულ მეცნიერებათა მიმართულებით სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალისტის მომზადება, რომელსაც გამოუმუშავდება კვალიფიკაციის ჩარჩოს მოთხოვნების შესაბამისი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები: კერძოდ ბაკალავრს აქვს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კვების პროდუქტების წარმოებისა და შენახვის ზოგად საფუძვლებზე. ჩამოუყალიბდება სასურსათო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ–ჩვევები, ეცოდინება დარგის თანამედროვე მეთოდები და მათი გამოყენების შესაძლებლობები, ექნება ხედვა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებზე; ეცოდინება იმ უარყოფითი შედეგების მნიშვნელობა, რომლებიც მოქმედებენ სურსათის ბიოლოგიურ შედგენილობაზე, ასევე მის  კვებით ღირებულებაზე. გაივლის სასურსათო ტექნოლოგიების დარგში საწარმოო პრაქტიკას.

პროგრამა ორიენტირებულია ადგილობრივი შრომითი ბაზრის ადამიანური რესურსების მომზადებაზე. მასში გათვალისწინებულია საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილება.

საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ

აგროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

საბაკალავრო საგანმანათლებლოპროგრამისმიზანიააგროსაინჟინროდარგის სპეციალისტის მომზადება, რომელსაცპროგრამის გავლის შემდეგ აქვს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა წყლის მართვის  რეგულირების მეთოდებზე, სოფლის მეურნეობის მექანიზაციაზე, აგროსერვისებზე, ს.მ. ელექტროფიკაციის საკითხებზე და გარემოს დაცვის საინჟინრო საშუალებებზე.  დააკმაყოფილებს ზოგადი და დარგობრივ კომპეტენციებს  და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნებს. 

     აგროსაინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს გამოუმუშავდებათეორიული და პრაქტიკული საბაზისო ცოდნა საინჟინრო სამშენებლო ნორმების რეგულაციების,  ჰიდროეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის, გარემოს ინფრასტრუქტურის ნორმატიული მოთხოვნების დაცვის და პრაქტიკული საქმიანობის უნარ ჩვევები.

 კურსდამთავრებული  ადვილად შეძლებს დინამიურად ცვალებად გარემოში ორიენტირებას და ადაპტაციას.

პროგრამა გათვალისწინებულია შრომითი რესურსების ბაზრის მოთხოვნებზე, შედგენილია ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და დამსაქმებელთა  რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ