Egnate Ninoshvili 55, Tbilisi, Georgia +995 32 296 90 33

Latest News

English Test News
English Test News

28 September, 2017 by SuperAdmin

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur...

View all News entries →

Library

ბიბლიოთეკის დებულება

წესები:

  • ბიბლიოთეკა ემსახურება სასწავლო უნივერსიტეტის სხვა უნივერსტეტების (ურთიერთშეთანხმების მემორანდუმების შესაბამისად) სტუდენტებს და პროფესორ- მასწავლებლებს
  • სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებზე და პროფესორ-მასწავლებელებზე არსებული ფონდებიდან გამომდინარე შესაძლებლობის შემთხვევაში (ერთზე მეტი ეგზემპლარი) წიგნი გაიცემა სემესტრულად;
  • სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი ვალდებულია გაცემული წიგნი დააბრუნოს ბიბლიოთეკაში სემესტრის დასრულებისთანავე
  • იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს დასჭირდება იგივე სახელმძღვანელო, უფლება აქვს წიგნის დაბრუნების შემდეგ გააგრძელოს ბარათის ვადა ამავე წიგნზე სხვა მოთხოვნის არ არსებობის შემთხვევაში
  • ბიბლიოთეკის ფონდში წიგნის ერთი ან ორი ეგზემპლარის არსებობის შემთხვევაში მისი გამოყენება სტუდენტის და პროფესორ-მასწავლებლის მიერ ხდება ადგილზე, სამკითხველო დარბაზში
  • ბიბლიოთეკა წიგნის დაკარგვის შემთხვევაში სტუდენტისაგან და პროფესორ- მასწავლებლისგან (აბონენტისაგან) მოითხოვს შესაბამისი წიგნის შეძენას ან ჯარიმას დაკარგული წიგნის ღირებულების მიხედვით
  • სამკითხველო დარბაზში გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტი იწერება მკითხველის ფორმულიარში
  • სამკითხველო დარბაზში გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტების რაოდენობა არ იზღუდება

მკითხველი ვალდებულია: 

  • დაიცვას წესრიგი ბიბლიოთეკაში მუშაობისას
  • ფაქიზად მოეპყროს ბიბლიოთეკის თითოეულ ბეჭვდურ ერთეულს თუ მასალას, დააბრუნოს დროზე და დადგენილი წესით
  • არ გაიტანოს ბიბლიოთეკიდან წიგნი ფორმულარში ჩაუწერლად, არ გააკეთოს წიგნზე, ბეჭვდურ ეგზემპლარზე და მასალაზე ჩანაწერები, ჩანახატები და შენიშვნები
  • არ ამოხიოს ან სხვაგვარად არ დააზიანოს წიგნის ან სხვა ბეჭვდური მასალა

სამუშაო საათები:

სამუშაო დღეები: 09:30 სთ-დან - 17:00 სთ-მდე

შაბათი: 10:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ბიბლიოთეკის გამგე - ნათია სულაქველიძე

ბიბლიოთეკარი - ნათია ჩიხიაშვილი / ტელ: 032 2 244 824

წიგნების ელექტრონული კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ აქ

წიგნების ელექტრონული კატალოგი სიღნაღის კორპუსისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ